საფრანგეთში მსოფლიოში უნიკალური სატირული გაზეთის La Bougie du sapeur-ის მორიგი ნომერი გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს.
საქმე ისაა, რომ გაზეთი 4 წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ნაკიანი წლის 29 თებერვალს გამოდის. გამოცემა პირველად 1980 წელს დაბეჭდეს და დიდი პოპულარობის გამო ექსპერიმენტი მომავალშიც გააგრძელეს.
La Bougie du Sapeur არის ერთადერთი გაზეთი მსოფლიოში, რომელიც ასეთ ფორმატში გამოდის და მკითხველი წელს მე-12 ნომერს გაეცნობა.
გამოცემის ტირაჟი მთლიანობაში 200 ათას ეგზემპლარს შეადგენს, ფასი 5 ევრომდეა.
საინტერესოა, რომ გაზეთს მეგობრების ჯგუფი უშვებს, ისინი ბარში იკრიბებიან, იდეებს ცვლიან და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ საინტერესო ამბებს აქვეყნებენ.