რიო დე ჟანეიროში XXXI ოლიმპიური თამაშების დახურვის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე მუშაობდა როზა მაგალაეში – სცენოგრაფიის პროფესორი, რომელიც რიოს ცნობილი კარნავალის ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერად მიიჩნევა.
ცერემონიაზე გამოვიდა ცნობილი ნორვეგიელი დიჯეი კიგო.
ცერემონიაზე მონაწილეობდნენ ბრაზილიელი მუსიკოსები, ასევე შედგა მონაწილე ქვეყნების აღლუმი და რა თქმა უნდა ოლიმპიური დროშის გადაცემა ტოკიოსთვის.
იაპონიის პრემიერ მინისტრი კი სუპერ მარიოს სახით წარდგა მაყურებლის წინაშე.
ცერემონია მარაკანას სტადიონზე გაიმართა და სამ საათს გაგრძელდა.
მომდევნო XXXII ოლიმპიადას 2020 წელს ტოკიო უმასპინძლებს.