ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს.
„ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.