LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო: ლევან ბერძენიშვილი დოჩანაშვილს ემშვიდობება

214
ლევან ბერძენიშვილი და გურამ დოჩანაშვილი

ლევან ბერძენიშვილი გურამ დოჩანაშვილს სოციალური ქსელით ემშვიდობება. ქართველი კლასიკოსის გარდაცვალების გამო ის მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ დოჩანაშვილმა “დიდი ეპოქა დაამთავრა”.

“პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთხოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა.

ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც „ეპოქა დაამთავრა დიდი…”,- წერს ლევან ბერძენიშვილი.

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

ეპოქალური დანაკარგების დღეებია… წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი: გიორგი კეკელიძე დოჩანაშვილზე

საქართველოს აღარ ჰყავს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა: მამუკა ხაზარაძე დოჩანაშვილის გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები