მაკა ჩიკვილაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის მეუღლეა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ზოგიერთი ადამიანს არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მეოთხე ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს. „
„სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის. ნახსენებია ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე. სინამდვილეში, ყველა სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, გმირების სტენდებიც ახლდება. გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ“,– წერს სოციალურ ქსელში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.