LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევრადშიშველმა ჯენიფერ ლოპესმა საკონცერტო დარბაზი დაანგრია (ფოტო/ვიდეო)

24

48 წლის ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ასაკის მიუხედავად, ფანტასტიკურ ფორმაშია და სცენაზე ყოველი მისი გამოსვლა დღესასწაულია. ლოპესმა ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე ნამდვილი სანახაობა მოაწყო, როცა სცენაზე ნახევრადშიშველი გამოვიდა და ცეცხლოვანი საცეკვაო ნომრებით დარბაზი დაანგრია. მომღერალს წითელი ლაქის ბოდე და შავი ბოთფორდები ეცვა და ის სპეციალური საცეკვაო ნომრებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. გამოსვლა იმდენად ემოციური და ცეცხლოვანი იყო, რომ ის მაყურებელმა რამდენჯერმე დააბრუნა სცენაზე.

მუსიკოსის გამოსვლას დარბაზიდან ადევნებდა თვალს ლოპესის ბოიფრენდი, ალექს როდრიგესი, რომელმაც ფოტოები  სოციალურ ქსელში განათავსა.

(ფოტო/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები