მარკ უოლბერგი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც პაპარაცების სამიზნე არც ისე ხშირად ხდება. თუმცა ამ დღეებში მსახიობი ცოლთან და მეგობრებთან ერთად ბარბადოსზე გადაიღეს.
წყვილი არ მალავდა გრძნობებს. ფოტოგრაფებმა მათი ვნებიანი კოცნის დაფიქსირებაც მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ უოლბერგმა და რია დარემმა 2009 წელს იქორწინეს. წყვილი ოთხ საერთო შვილს ზრდის.