LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარი დათვლილია: ვინ იგებს ოქროს ბურთს

82

მოდრიჩი, ვარანი, მბაპე – ასეთია „ოქროს ბურთის“ პირველი სამეული ნახევარი ხმების დათვლის შემდეგ.
პოდიუმი კრიშტიანოს გარეშე.

დიდი ხნის შემდეგ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების პირველი სამი ადგილი კრიშტიანო რონალდოს გარეშეა.

ბრაზილიური რადიოსადგურის RF1-ის ჟურნალისტმა ერიკ მამრუტმა ტვიტერში დაწერა, როგორ გამოიყურება „ოქროს ბურთის“ გაცემამდე ერთი თვით ადრე პოდიუმი. პირველ ადგილზეა ლუკა მოდრიჩი (რეალი), მეორეზეა – რაფაელ ვარანი (რეალი) და მესამე – კილიან მბაპე (პსჟ).

დაჯილდოების ცერემონია 8 დეკემბერს პარიზში შედგება.
ბოლო ორი „ოქროს ბურთი“ კრიშტიანო რონალდომ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები