ელექტრონული ჰიპერქარების ხორვატიულმა მწარმოებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც С_Two კუპეს ცდებია ასახული. გარდა ვირტუალურ სივრცეში ჩატარებული ქრაშ-ტესტებისა, ორკარიან მოდელს რეალურ გარემოშიც ამტვრევენ.
ქრაშ-ტესტების დროს ინჟინერები ავტომობილის გამძლეობას აკვირდებიან და ასევე აანალიზებენ იმასაც, თუ როგორ ნაწილდება დარტყმის ძალა. როგორც ცნობილია, კონსტრუქცია იმდენად მყარია ხოლმე, რომ ერთი და იგივე ავტომობილი მინიმუმ 5 ქრაშ-ტესტისთვის გამოიყენება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ამჯერად მწარმოებელი კიდევ უფრო შორს წავიდა და ავტომობილის სახურავის გამოცდაც გადაწყვიტა.
ელექტრონული ჰიპერქარი С_Two 4 ელექტროძრავითაა აღჭურვილი და მათი სიმძლავრე 1914 ცხენის ძალას აღწევს. 120 კილოვატ საათიან ელემენტს ერთი დამუხტვით 650 კილომეტრის გავლა შეუძლია,
აღსანიშნავია, რომ ჰიპერქარის საბაზრო ღირებულება 2,1 მილიონი ევროა.