LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ რა შეუძლია 1000 ძალის Ferrari–ს ჰიბრიდს

87
ferrariemanuelet

YouTube არხის Emanuele T.–ის ავტორმა Ferrari–ს ახალი ჰიბრიდის პროტოტიპის გადაღება შეძლო. ვიდეოს შემქმნელის გაოცება ავტომობილის უჩვეულო აჩქარებამ გამოიწვია.

Ferrari–ს ახალი მოდელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილია და როგორც ბრენდი აანონსებს ის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი უნდა გახდეს. აგრეგატის საერთო სიმძლავრე 1000 ცხენის ძალა იქნება და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰიბრიდი V8 ძრავს მიიღებს, ანუ ზუსტად იმ ძრავს რომელიც სუპერქარ 488 pista–ს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ყველაზე სწრაფი საგზაო სუპერქარის სტატუსს 936 ძალის LaFerrari ატარებს და 6,3 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი 163 ძალის ელექტროძრავთან ერთად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები