LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ როგორი იქნება „ოცნების ქალაქი”, რომელიც ბათუმში აშენდება (ფოტოები)

1170
73119251-2610577958964178-4826452907421335552-n

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქისტერიტორიაზე ბინათმშენებლობის პროექტირება დასრულებულია.

„ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად“, უპირობოდ იქნება შესრულებული. უპრეცედენტო გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება“ – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი აშენდება

პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს

მისივე ინფორმაციით, მალე გამოცხადდება ტენდერი ე.წ „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოებზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები