შპს „კოდა“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 1 დღიანი წიწილების ფერმაში შეყვანის პროცესია გადაღებული.
„ჩვენი წიწილები დაბინავდნენ გაწკრიალებულ ფერმაში. აქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, საკვები, წყალი, გათბობა, განიავება, ქვემოთ ნაფოტი და ა.შ. უამრავი ნიუანსია გამზადებული. ასე ვზრუნავთ ჩვენი ქათმების სამყოფელზე“, – წერენ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
აქვე, შპს „კოდა“ მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებელს და ამბობს, რომ მათი ნდობის წყალობით, კომპანიას შესაძლებლობა აქვს, დაასაქმოს 700-მდე თანამშრომელი, განავითაროს წარმოება, გადაიხადოს გადასახადები და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა.