გასული წელი ბევრი რამით იყო გამორჩეული და გამონაკლისი არც საავტომობილო სფერო ყოფილა. ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი, დამყარდა არაერთი რეკორდი და ავტომოყვარულებმა გასართობადაც ბევრი საინტერესო რამ გააკეთეს. ყველაზე საშიშთა სიაში კი „პრიუსმა“ გაიმარჯვა.
ეს არის მსოფლიოში ერთადერთი „პრიუსი“ რომლისაც სხვა ავტომობილებს ეშინიათ. მოდელზე 20 მილიმეტრიანი საავიაციო ტყვიამფრქვევია დამონტაჟებულ და მას წუთში 6600 გასროლის განხორციელება შეუძლია. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ თითოეული ტყვიის ფასი 27 დოლარია, ჰიბრიდი მფლობელს 180 ათასი დოლარი მაინც უჯდება , რაც არც თუ ისე ეკონომიური გამოდის.