დიდ ბრიტანეთში სუპერქარი Ferrari 458 Spider გაანადგურეს, რომელიც მფლობელს ჩამოართვეს. ვიდეო, სადაც ავტომობილის განადგურებაა ასახული, მისივე ყოფილმა მფლობელმა, ზაჰიდ ჰანმა “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა.
პოლიციამ მიიჩნია, რომ ავტომობილი შესაძლოა, მოპაული ყოფილიყო. მოგვიანებით კი, ის საერთო სარგებლობის გზებისთვის გამოუსადეგარად აღიარა. ავტომობილის მეპატრონე აცხადებს, რომ სწორედ ის არის ავტომობილის კანონიერი მფლობელი და მისთვის ის არავის მოუპარავს. ჰანი ამბობს, რომ ავტომობილი დაზღვეული იყო, პოლიციამ კი არ აუწყა მას სასამართლო მოსმენის შესახებ, რომელიც მისი საქმის გარშემო იმართებოდა და არც ავტომობილის განადგურების შესახებ გააფრთხილა.