კომპანია Spectrum ნიუ-იორკში მათ მიერ დაპროექტებული სახლის ფოტომასალას ასაჯაროვებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გეომეტრიული ფორმების და ტრადიციული ტიუდორის სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია, ამ სახლს განსაკუთრებით საინტერესოს და საცხოვრებლად მყუდროს ხდის .
აღსანიშნავია, რომ პროექტი ენერგოეფექტურია და ითვალისწინებს ჯანმრთელი სახლის პრინციპებს. ფასადის კონსტრუქცია, ესთეტიური დანიშნულების გარდა, ითავსებს თერმული იზოლაციისა და ამინდის ცვალებადობისადმი მედეგობის ფუნქციას. საჩრდილობელს აქვს ელექტრო ფიქსაციის ფუნქცია და მზის სხივების მიმართულების მიხედვით იცვლის კუთხეებს. სახლის მთლიანი ფართობი 310 მ2.