დაცული ტერიტორიების არსებობა და ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვის, ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
პროექტი მიმართულია აჭარის, კერძოდ კი მაჭახელას ეროვნული პარკის განვითარებისკენ.
პროექტის ფარგლებში მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და დამარკირდა 2 ტურისტული მარშრუტი.
ვიდეორგოლი მომზადებულია პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია “მდგრადი ეკო განვითარების ფონდის” მიერ, რომელიც თანამშრომლობს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიასთან“.