15 ოქტომბერს, ფოთში ეროვნული ლიგა 3-ის მე-11 ტურის მატჩია.
ადგილობრივი “კოლხეთი 1913” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს.
და რა შეიძლება ამაში ყურადღება მისაქცევი იყოს?
რა და მატჩის პრომო.
გამოიყენეს ფილმის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ცნობილი ფრაგმენტი, რომელშიც ზურიკელა ილიკოსა და ილარიონს თავის დაწერილ ლექსს უკითხავს. ტექსტი საფეხბურთიო მატჩსა და არსებულ კოვიდვითარებაზეა გადაკეთებული.
სამწუხაროდ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მატჩზე მაყურებლები არ დაიშვებიან, თუმცა პირდაპირ რეპორტაჟს TV Tolia გადასცემს.
ლიგა 3-ის სწორედ “კოლხეთი 1913” ლიდერობს, “გურია” მე-7 ადგილზეა.
https://www.facebook.com/fcKolkheti1913/videos/998674717317618/