LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ ბორბლებიანი სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავისგანაა გაკეთებული

32
news1119

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც უნიკალური ბორბლებიანი სახლია ასახული. მოდელი ამერიკელმა ჯინო ლუჩიმ თავის შვილთან ერთად ააგო. მოდულისთვის ინჟინრებმა ომის დროინდელი, 1943 წელს აგებული სატრანსპორტო საშუალება, თვითმფრინავი Douglas R4D გამოიყენეს. 2 წლიანი გარჯის შედეგად ჩამოწერილი მანქანა ენთუზიასტებმა სრულყოფილ კემპერად აქციეს.

ჯინო ლუჩიმ სატრანსპორტო საშუალება ავარიულ მდგომარეობაში შეიძინა, სწორედ ამიტომ ტექნიკური შიგთავსის აღდგენას მთელი წელი დასჭირდა. მამა-შვილმა ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საავიაციო ელემენტი შეენარჩუნებინა.

კაბინაში ლუჩიმ ყველა სისტემა და გადამცემი ხელუხლებელი დატოვა და ბორბლებიანი სახლის მართვის ცენტრი შექმნა. 28 მეტრიან საცხოვრებელ მოდულში სრულყოფილი საძინებელი სივრცე, ტუალეტი და საშხაპე განათავსეს, ასევე სამზარეულო და მისაღები.

უნიკალური სახლი მოძრაობაში დიზელის ძრავს მოჰყავს. მფლობელებს ყველა საჭირო დოკუმენტი აქვთ იმისთვის, რომ ბორბლებიანი სახლით საყოველთაო მოხმარების გზებზე გადაადგილდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები