მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple დასაკეც iPhone-ებს 2027 წლისთვის გამოუშვებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ორი პროტოტიპი უკვე შექმნა, მათზე მუშაობა Apple-მა ჯერ 2018 წლიდან დაიწყო.
The Information-ის ცნობით დასაკეცი iPhone განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ამის გარდა, Apple მუშაობს დასაკეც აიპადებსა და პლანშეტებზე.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.