LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკადულის კალმახის გადასარჩენად 300 ათასი ლარი გამოიყო

634

ნაკადულის კალმახის გადასარჩენად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, ასევე, სსიპ ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ, ნაკადულის კალმახის საშენის პროექტი შეიმუშავა.

პროექტი საქართველოს ჰიდრო-ენერგოსექტორში მოქმედმა კომპანიებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 300 000 ლარით დააფინანსეს.

გადაშენების პირას მყოფი, ნაკადულის კალმახის საშენი პროექტის პრეზენტაცია  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესწრებოდნენ.

2016 წლის სექტემბერში,  ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ,  მოწყვლადი სახეობის გადასარჩენი პროექტი წამოიწყო.

საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაბა კვერეთში ნაკადულის კალმახის საშენი მოეწყო,  სადაც ნაკადულის კალმახის 130-მდე ეგზემპლარია შეყვანილი და თევზის ქვირითის ინკუბატორია დამონტაჟებული.

უახლოეს მომავალში საკალმახეში მოეწყობა ტბორები,  წყლის ფილტრაციის სისტემა და საქვირითე ინკუპატორი გაკეთდება.