LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაიკმა და ლებრონმა უმსხვილესი გარიგება დადეს

8

”კლივლენდის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ”ნაიკთან” სამუდამო კონტრაქტს მოაწერა ხელი. კომპანიის ისტორიაში აღნიშნული შეთანხმება უმსხვილესია.
ლებრონისა და ”ნაიკის” კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია ESPN-ის კორესპოდენტმა, დერენ როველმა ”ტვიტერზე” დაწერა.

კალათბურთელთან დადებული სამუდამო შეთანხმება სპორტული სამოსის მწარმოებლისათვის არსებობის 44-წლიანი ისტორიის განმავლობაში უმსხვილესია. გარიგების თანხა არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ ჯეიმსთან მიღწეული შეთანხმება 2014 წელს კევინ დიურანტთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აღემატება, რომელიც ათი წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარს გულისხმობს.

”ნაიკი” და ლებრონი უკვე 12 წელია თანამშრომლობენ. ამ დროში კომპანიამ კალათბურთელის ხელმოწერილი 13 მოდელი შეიმუშავა, მათი გაყიდვიდან მიღებული თანხა კი 400 მილიონ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები