LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაიკის ახალი კოლექცია შარაპოვამ წარადგინა

68

მარია შარაპოვამ და სიგრძეში მხტომელმა დარია კლიშინამ NikeLab x Sacai-ის რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა. ჩოგბურთელმა ”ნაიკის” ახალ კოლექციაზე საუბრისას განაცხადა, რომ პროპორციები და სხვადასხვა ქსოვილის გამოყენება მოსწონს.

კოლექცია, რომელიც Sacai-ის კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა  ტიტოსე აბემ NikeLab-ისთვის შექმნა, ბეწვის ქვედაბოლოებს, კაბებსა და ქურთუკებს აერთიანებს. როგორც ჩანს ”ნაიკმა” ყველას ნაცვლად გადაწყვიტა: დილას ნებისმიერ ამინდში უნდა ირბინოთ.

კოლექცია გაყიდვაში 5 ნოემბერს ჩაეშვა. მისი შეძენა მხოლოდ NikeLab-ის საიტზე, ან ევროპაში მოგზაურობისას იქნება შესაძლებელი. ფასები კი 200-დან 400 დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები