LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაღდი სიხარულის 43 წამი: ნახეთ როგორ გაიხარა ბრაზილიელის ოჯახმა (ვიდეო)

70
rueae22726971

ბრაზილიელი ფეხბურთელი რიშარლისონი ოჯახთან ერთად ტელევიზიით იგებს ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრას კოპა ამერიკაზე.

ბრაზილიელს „ევერტონში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა: 13 გოლი და 3 გადაცემა, დებიუტი ნაკრებში, 3 გოლი 8 მატჩში.

ტიტემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. რიშარლისონი და მისი ახლობლები ერთად შეიკრიბნენ ბებია-ბაბუასთან, რათა პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალ-ყური ნაკრების შემადგენლობის დასახელებისთვის. როდესაც ფეხბურთელის სახელი გამოცხადდა, ოთახი ჟივილ-ხივილმა აიკლო.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება.

რიშარლისონი ერთი უბრალო ბიჭია ნოვა-ვენესიიდან. ის 22 წლისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები