LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაგავში ნაპოვნი ოქროს მედალი პატრონს ჩაბარდა

50

7 წლის ამერიკელმა 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ნაგავში იპოვა.
მედლის მფლობელმა ის თავიდან მიიღო.

მამასთან ერთად სეირნობის დროს ქლოე სმიტმა ნაგავში შეამჩნია, რომ რაღაც ბრწყინავდა. აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც ჯო ჯეკობის ოქროს მედალი იყო, რომელიც 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე კანოეში მოიგო.

გოგონას ოჯახი ყოფილს სპორტსმენს დაუკავშირდა და მედალი დაუბრუნა. მადლიერი ჯეკობი გოგონასთან სკოლაში მივიდა და მის საქციელზე მოყვა.

ჯეკობს მედალი ივნისში დაუკარგავს, როდესაც მის მანქანაში უცნობები შეძვრნენ და ყველაფერი წაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები