სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები მდინარე სურამულას დაბინძურებით შეშფოთებულები არიან. რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ განთავსდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მდინარეს თან უამრავი ნაგავი მოაქვს, ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, აღნიშნული მდინარე – სურამულაა.
„ნაგავმდინარე ,,სურამულა” ხაშურის გამყოფი მდინარე (სირცხვილია მეგობრებო),“- წერს „ფეისბუქის“ მომხმარებელი ლეონ ირემაშვილი.