თეკლა დვალიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, ტრადიციულად და წელსაც გვაოცებს საოცარი საახალწლო დეკორაციებით.
მის სახლში რამდენიმე ნაძვის ხე დგას, ასევე საშობაო სოფელი. აღსანიშნავია, რომ ყველაფერს თეკლა საკუთარი ხელით რთავს.
როგორც გასულ წელს, თეკლამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ნაძვის ხეების აწყობას 10 ნოემბრიდან იწყებს. ჯადოსნური გარემო სწორედ იმ დიდი სიყვარულის გამო იქმნება, რომელიც ბავშვობიდან ამ დღესასწაულის მიმართ დედამ ჩაუნერგა…
სოციალური ქსელის მომხმარებლები უკვე ცნობენ თეკლას საახალწლო დეკორაციებს.
“მსგავსი ვიდეოთი აღმოგაჩინე 3 წლის წინ”, “თეკლა, ველოდებოდი”, – უწერენ კომენტარებში თეკლას.