LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანი Extra-ზე

1520
yoASV

დადგა ნოემბერი და თითქოს გაუმხელელად და ფარულად დაიწყო საახალწლო სამზადისი. ნაძვის ხეები უკვე საპატიო ადგილებს იკავებენ სხვადასხვა დაწესებულებებში და ერთი-ორად აჩქარებენ ჯადოსნური დღესასწაულის მოსვლას.

ახალი წელი ხომ თავისთავად ნაძვის ხესთან ასოცირდება. ამ პერიოდში უკვე მრავლადაა წარმოდგენილი მაღაზიებში ახალი წლის ეს მთავარი ატრიბუტი, ფასები არჩევანთან ერთად საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, თუ გსურთ რომ ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ ნამდვილად კარგი ხარისხის ნაძვის ხე, უნდა იცოდეთ, რომ ამისთვის საუკეთესო ადგილია – extra.ge.

რატომ extra.ge?

უპირველესად იმიტომ, რომ ექსტრა გახლავთ მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს ნაძვის ხეების უდიდეს ასორტიმენტს ონლაინ და იძლევა საშუალებას, საცობებისა თუ რიგებში დგომის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთები.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ და დაგჭირდებათ დახმარება, ექსტრას ონლაინ კონსულტანტები მუდმივად მზად არიან თქვენი ინტერესის დასაკმაყოფილებლად და მოგაწვდიან ამომწურავ პასუხებს ნებისმიერ საკითხზე.

ექსტრას ნაძვის ხეები მაღალი ხარისხისაა, ფასები მრავალფეროვანი, თუმცა ყველაზე ხელმისაწვდომია. თუ სურვილი გექნებათ, პომპეზური ნაძვის ხით შეხვდეთ 2023 წელს, მაგრამ იმ კონკრეტული მომენტისთვის საკმარისი თანხა არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ, განვადებით ისარგებლოთ.

ექსტრა ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელ სერვისს გთავაზობთ, ნაძვის ხის შერჩევის შემდეგ ონლაინ, შეავსებთ განვადებას თქვენთვის სასურველ ბანკსა თუ საფინანსო ორგანიზაციაში და რამდენიმე წუთში მიიღებთ პასუხს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსტრაზე შეძენილ ნაძვის ხეს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიიღებთ. ექსტრას კურიერები შენაძენს იქ მოგიტანენ, სადაც გაგიხარდებათ.

როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე?

უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ ნაძვის ხის ზომა, ძირითადად სამი ზომის ნაძვის ხეს გამოყოფენ, პატარა – 120-150 სმ, საშუალო – 180- 210 სმ, დიდი – 240-270 სმ +.

გაითვალისწინეთ, რომ 120 – 150 სმ ნაძვის ხის პირდაპირ იატაკზე დადგმა, ეფექტური არ იქნება, რადგან დაიკარგება მისი სილამაზე. ამ ზომის ნაძვის ხე აუცილებლად უნდა იდგეს  შემაღლებულზე, რომ მისი ხიბლი არ დაკარგოს.

რასაკვირველია, დიდი ნაძვის ხე ძალიან ლამაზი და თვალში საცემია, მაგრამ მისთვის დიდი სივრცეა საჭირო, 240 სმ სიმაღლის ნაძვის ხეს თუ შეიძენთ, ჭერის სიმაღლე ხელს უნდა გიწყობდეთ, აწყობილ მდგომარეობაში ჭერამდე თავისუფალი სივრცე 50 სმ მაინც უნდა დარჩეს, ავეჯი არ  უნდა ფარავდეს, რათა მისი სიდიადე კარგად გამოჩნდეს.

საშუალო ზომის ნაძვის ხე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, მოსართავადაც მარტივია, რადგან არ სჭირდება ბევრი სათამაშო, განწყობა მოაქვს და ახალ წლის ჯადოსნურობასაც შეგაგრძნობინებთ.

ეწვიეთ საიტს extra.ge  და აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველი ზომის, ფორმის, მასალის ნაძვის ხეს საუკეთესო ფასად.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები