LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

39

ნაძალადევის რაიონში ლომთათიძისა და სვანეთის ქუჩებზე საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც  თბილისის მერიია აცხადებს, კედლები , რომლებიც საცხოვრებელ სახლებს მეწყერისგან იცავდა, უხვი ნალექის შედეგად თითქმის მთლიანად იყო განადგურებული, რაც ადგილობრივებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ახლად აშენებული კედლები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

“ნაძალადევის რაიონის ზედა ნაწილი წლების განმავლობაში პრობლემური იყო, რადგან საყრდენი, ეზოს და ქუჩის დამჭერი კედლების მდგრადობის პრობლემა იდგა. წელს ნაძალადევის გამგეობამ განსაკუთრებით რთული ობიექტების გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით ნაძალადევის გამგეობამ რაიონში 25-მდე საყრდენი კედელი აღადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები