LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე: პარლამენტარიზმის ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო ფურცელია

89
ანა ნაცვლიშვილი

„პარლამენტარიზმის ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო ფურცელს წარმოადგენს“, – ამ განცხადებით „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი მისი თანაგუნდელისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა არაკონსტიტუციური იქნება. დეპუტატი იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები პლენარულ სხდომამდე აზრს შეიცვლიან.

“ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამ დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინები არ ამოძვრნენ” – შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე

„ის „განაჩენი“, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, კვალიფიციური სპეციალისტების მხრიდან შეფასებულია როგორ არაკონსტიტუციური, უკიდურესად პრობლემური და არაკონსტიტუციური.

გაუმართავი განაჩენის საფუძველზე რაიმე სამართლებრივი შედეგის დაყენება, მათ შორის, მანდატის შეწყვეტა, ასევე არის არაკონსტიტუციური და იქნება ძალიან სამარცხვინო, თუ პლენარულ სხდომაზეც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თუ კომიტეტის შემდეგ ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაც დაეთანხმება, ეს იქნება ახალი პოლიტიკური დევნის ტალღის დასაწყისი.

ცნობისთვის, დღეს, სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები