LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობის” სახელის მქონე პარტია 100 წლის შემდეგაც ვერ მოიგებს არჩევნებს – მამუკა ღლონტი

94

მამუკა ღლონტი ვერ ხვდება, რატომ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მომხრეებს გამარჯვების იმედი.

„ვერაფრით ვხვდები, რატომ ჰქოდა ნაცმოძრაობას, ან მათ მომხრეებს გამარჯვების იმედი. ის, რომ სხვა ცუდია, არ ნიშნავს შენს კარგობას. მეტიც, ჩემი აზრით ამ სახელწოდების პარტია 100 წლის შემდეგაც ვერ მოიგებს არჩევნებს.

რაც შეეხება „ოცნებას“, ის ბაქიბუქი, რაც ატეხეს, არ შეესაბამება იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რაც მათ აიღეს, 48.67%. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი, 51,33%, მათ არ ენდობა.”