LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცისტური ბანაკის მცველს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს: ბრალდებული 101 წლისაა

45
_125673219_nazi2

ნაცისტური ბანაკის მცველს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. BBC-ის ინფორმაციით, ბრალდებული ბერლინის სიახლოვეს მდებარე ბანაკში მსახურობდა.

აღსანიშნავია, რომ ნაცისტი 101 წლისაა და აქამდე გასამართლებულ ჯალათებს შორის უხუცესია.

მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო 3 518 ადამიანის მკვლელობაში, მათ შორის საბჭოთა ტყვეების დახვრეტის საქმეში.

თავად ბრალდებული თავის დანაშაულს არ აღიარებს და ბანაკის მცველობას მთელი პროცესის განმავლობაში უარყოფდა. არადა მისი სახელი და ყველა დოკუმენტაცია SS-ის ოფიციალურ ფაილებშია შენახული.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების გენოციდს 6 მილიონზე მეტი ებრაელი შეეწირა. ხოლო მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი ბევრად მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები