“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი მინაშვილს, ასევე პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პატარაიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც “ფორტუნას” პარტიაში განუცხადეს, მათი თანაგუნდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას იზოლაციაში გადიან.
პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარაია, კოვიდსასტუმროში იმყოფება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.