LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის წევრების ნახევართან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ” – ჯაფარიძე

81

ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს და მათ სიცრუეში ადანაშაულებს.

როგორც ის წერს, ის ადამიანები, რომლებიც ახლა კანაფისგან მომავალი თაობის გადარჩენას აქტიურად ითხოვენ და ამით საპატრიარქოსთან ერთად პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ, მარიხუანას აქტიური მომხმარებლები იყვნენ.

ჯაფარიძე წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნისას, მათთან ერთად არაერთხელ მოუწევია, ზოგიერთი კი კანაფს სახლშიც ზრდიდა პირადი მოხმარებისთვის.

“ენმ-ამ საარჩევნო დროშად აქცია კანაფის თემა.

იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება.

„კონსტიტუციაში ჩაიწეროს“, „კანაფის რესპუბლიკა“, „დემოგრაფია“.

თვალსა და ხელს შუა გადაიქცნენ კოლექტიურ სოფო კილაძეებად.

ჰოდა, ვინც ამ ფარისეველ ხალხს უსმენთ:

ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ.

მათ შორის იმათთანაც ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვენ „მომავალი თაობის გადარჩენას“ კანაფისგან.

იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად  (ვაძლევდით ან ვაწევინებდით ცხადია).

რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის  (აქეთაც გვაწევინებდნენ).

ეგეთი ხალხი არიან – ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან „პედოფილის“ დაძახება აიტანონ.

მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები