„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, უკრაინის უმაღლეს რადაში გამართულ სხდომას, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან – ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სხდომას ესწრებოდნენ.
როგორც პარტიაში ამბობენ, მათ გმირი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
ენმ-ს ცნობით, უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ამ რთულ პერიოდში კიევში ჩასვლისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.