პარლამენტში მისული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პლენარულ დარბაზში შევიდნენ და სხდომას ესწრებიან.
პარტია საკანონმდებლო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთო.
შეგახსენებთ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში დღეს შევიდნენ და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვნენ.
პარტიის გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშრებით ისევ არ იცვლება – ენმ შეთანხმებას ხელს არ აწერს.
ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი
შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე
პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე