LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები არიან“ – ალუდა ღუდუშაური ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გაერთიანებაზე

134
ალუდა ღუდუშაური

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდ „ახალს“, ახალი წევრები შეემატნენ, რომელთა შორისაც გედევან ფოფხაძეც არის. აღნიშნულს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ „არანაირი სიახლე მათში არ არის და „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები არიან“.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი სახელი და ისიც, თუ ვის ინტერესებს ატარებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი რუპორი და აპოლოგეტი გვარამია ხალხს სთავაზობს, რომ თურმე გედი ფოფხაძე ქართული პოლიტიკისთვის სიახლე ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი, მათ კი ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი არის გულმავიწყი და ვერ შეაფასებს მოვლენებს, თუ ვის წარმოადგენს გვარამია ან გედი ფოფხაძე. არანაირი სიახლე მათში არ არის, ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები და მათი ინტერესების გამტარებლები არიან“, – აცხადებს ღუდუშაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები