LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი: მამუკა გამყრელიძემ

118
გამყრელიძე-მამუკა

“ნაციონალუმა მოძრაობამ“ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“,-ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

ის თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპას გააღიზიანებს.

„ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო, ყველა უნდა შესულიყო პარლამენტში. ეხლა ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მესმის, რომ არ ეთანხმებიან კანონს ამნისტიის შესახებ მაგრამ ვფიქრობ, არამგონია, რომ ამით რაიმე მოიგოს, პირიქით მიიღებს გაღიზიანებას ევროპაში. ჩვენ დიდიხანია უკვე არ ვკონტაქტობთ და ამიტომ არ ვიცი მათი ტაქტიკა და სტრატეგია“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები