ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე პოლიტიკური პარტიიდან ლიდერები მიდიან, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ყალიბდება.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. ამიტომ ჩვენი ბროლა გრძელდება, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
რაც ეხება პარტიის სამოქმედო გეგმას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას რამდენიმე დღეში მიაწვდიან.