LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

98
ენმ-ს ინიციატივა მანდატების შევსებაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, „ლელოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატების, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება, პარლამენტში, ხატია დეკანოიძემ გააკეთა და თქვა, რომ ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, გაყალბებით, ზეწოლით, მაგრამ მაინც, ამ პოლიტიკურ პარტიებს ხმა არჩევნებზე მიანიჭა.

„ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ – იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, გაყალბებული, ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს, ხოლო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს კი მანდატს სესიების არასაპატიო გაცდენების გამო უწყვეტენ. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვდა.

როგორც „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას, უმრავლესობა მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ უმრავლესობის სხდომაზე გუშინ, 14 თებერვალს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ საარჩევნო სიები ჩახსნილი აქვთ.

ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება – მაინტერესებს, ვინ მისცემს ხმას ამ აბსურდს: ბადრი ჯაფარიძე

ხვიჩია: არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალიან “გაბლატავებულია”, რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ერთ-ერთი ასეთი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვებაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები