LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ მაჭავარიანის პარტიიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს

79

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ მაჭავარიანის პარტიიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. როგორც  პარტიაში აცადებენ, მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და მხარდამჭერად რჩება.
თავად მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში ძალიან კარგი გუნდი შეიყვანა. ”მხარს ვუჭერ გუნდის გადაწყვეტილებას, რომ მეორე ტურში და პარლამენტში ვიბრძოლოთ. თუმცა, ამ ბრძოლას ახლა ახალი სახეები და ახალი ენერგია სჭირდება, რაც პარტიას ნამდვილად აქვს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები