LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს აქციებით აპროტესტებს

66
ენმ-ს აქცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სემეკთან, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან საპროტესტო აქციებს მართავენ. გაზრდილ გადასახადებთან ერთად, აქციის მონაწილეები „თელმიკოს“ და „თელასის“ მიერ აბონენტებისთვის ხარვეზით გაგზავნილ გადასახადებს აპროტესტებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო განახევრებული კომუნალური გადასახადები. რას ვხედავთ დღეს – გაძვირებულია ყველაფერი, საკვები, მედიკამენტები და ვხედავთ, რომ გაზრდილია კომუნალური გადასახადებიც.

დღეს აქ იმისთვის მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ეს უსამართლოდ მაღალი ტარიფები, რომელიც ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუწესა. გარდა ამისა, ვაპროტესტებთ იმ უკანონო ქვითრებს, რომელიც მოსახლეობას ლამის 2-3-ჯერ მისდით და ვერავინ დათვალა, თუ რა ალგორითმით ითვლიან ტარიფებს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.