LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება თავმჯდომარე, რომელიც ასხივებს ძალას, ერთობას, მუხტს – ლევანი ჩვენს პარტიას გააძლიერებს, მოიყვანს ფორმაში: თათია ნიკოლაიშვილი

180
თატია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა მიესალმება, რადგან ლევან ხაბეიშვილი კორუფციის წინააღმდეგ ნომერ პირველი მებრძოლია.

მისი თქმით, პარტიის მიზანია, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, რისთვისაც ოპოზიციური პარტია უნდა იყოს საუკეთესო ფორმაში“. ის ასევე აცხადებს, რომ „არჩევნებში მხარეები არ უნდა არსებობდნენ და არ უნდა იყოს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა“.

„როდესაც ბატონმა ლევანმა 1 კვირის წინ თქვა, რომ პარტიის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებდა, მან განმარტა კიდევაც, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუ მასთან იქნებოდა კონსულტაციები, თუ მისი თანაგუნდელები ამას საჭიროდ ჩათვლიდნენ. სწორედ მას შემდეგ, რაც მისმა თანამებრძოლებმა მას სთხოვეს, რომ ამ მომენტში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება თავმჯდომარე, რომელიც ასხივებს ძალას, ერთობას, მუხტს, ბრძოლისუნარიანობას და პირველ რიგში, რაც ჩვენ ქვეყანას აწუხებს არის „ქართული ოცნების“ ქურდობა, ყაჩაღობა, კორუფცია და სწორედ ეს ადამიანია ის, ვინც კორუფციის წინააღმდეგ ნომერ პირველი მებრძოლია. მის წინააღმდეგ სუს-ის ხელმძღვანელს აქვს საჩივარი შეტანილი, აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე. ვთვლი, რომ ლევანი ის ადამიანია, რომელიც ახლა ჩვენს პარტიას გააძლიერებს და მოიყვანს იმ ფორმაში, რომელიც ახლა ამ გადამწყვეტ მომენტებში ყველაზე უმნიშვნელოვანესია. მივესალმები მის კანდიდატურას.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით და რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამ პარტიას ვერ გადაარჩენს“, როდესაც ისინი ერევიან და რაღაც არ მოსწონთ, ეს მიანიშნებს, რომ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ. ბატონი არჩილის ძმა არის ჩვენი ოზურგეთის მერი და ეს ცალკე მოვლენაა, როდესაც ოზურგეთს თბილისელი მერი ჰყავს, რომელი კვირაში 2-ჯერ გვსტუმრობს, რომელიც ძარცვით და გამდიდრებით არის დაკავებული. ერთი მაგალითიც შემიძლია გავიხსენო, ოზურგეთის მერია 90 ათასს იხდიდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მომხდარიყო აღკვეთა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების.

კალაძე: გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მეტად გავერთობით

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ზოგადად ქვეყნის დახსნაა ოლიგარქიული მმართველობისგან. მივესალმები ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს, რადგან გიორგი არის ის ადამიანი, რომლის სააკაშვილის დაპატიმრებიდან მოყოლებული ყოველთვის მის გვერდით იდგა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურაა. მაქსიმუმი არის გასაკეთებელი და არც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, როდესაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა ყოველდღე უარესდება.

ყველა ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევის პროცესში მონაწილეობს აღიარებს, რომ იყო არჩევნების საჭიროება, მთავარია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ერთმანეთისათვის „ტალახის სროლა“ და კომპრომატების შეგროვება არ დაიწყონ.

პარტიის მიზანია, სააკაშვილის და გვარამიას თავისუფლება, რისთვისაც ოპოზიციური პარტია უნდა იყოს ფორმაში. ამ არჩევნებში მხარეები არ უნდა არსებობდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ არ უნდა იყოს ბრძოლა. უნდა იყოს სტრატეგიების ჭიდილი, თუ როგორ მივაღწევთ ამ მიზანს. ჩემი აზრით ლევან ხაბეიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებში პარტიისთვის გადამწყვეტ სტრატეგიებს შეიმუშავებს“, – განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად – ხაბეიშვილი 

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები