რა დამოკიდებულებაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქონდათ, იგივეს ავლენენ ოპოზიციაში – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” 27 ოქტომბრის აქციაზე გამოხმაურებების შეფასებისას განაცხადა.
“რას ვხედავდით გუშინ? ბიომასად მოხსენიებას, ადამიანების შეურაცხყოფას, მოსყიდულებას მოხსენიებას” – თქვა პაპუაშვილმა
მისი განცხადებით ოპოზიციის ნაწილი მათ ოპონენტებში ადამიანსაც კი არ ხედავენ.
“ეს არის რაღაც ბიომასა მათთვის, რაღაც არსება, რომელსაც შეგიძლია ცილიც დასწამო, შეურაცხყოფაც მიაყენო, ქონებაც წაართვა და ციხეშიც ჩასვა.”- აცხადებს პაპუაშვილი
გუშინდელმა დღემ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა მათი სახე, დაგვანახა რასთან გვაქვს საქმე და მათ 2 გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნონ, გააკეთებენ ზუსტად იმას, რასაც 2012 წლამდე აკეთებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.