LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაბიჯი პანდემიის დასრულებისაკენ –  აშშ-ში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

95
facemask-n95-1024x683

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არც ინაუგურაციამდე მალავდა, რომ თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით საღი აზრი ჰქონდა პანდემიის მართვის და პირბადეების მოხმარების შესახებ. მალევე მან ეს საქმითაც დაამტკიცა. ბაიდენის, როგორც პრეზიდენტის პირველი ბრძანება აშშ-ის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების წესს არეგულირებს. ამიერიდან ყველა ამერიკელს პირბადის გამოყენება მოუწევს როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე  ნებისმიერ ფედერალურ დაწესებულებაში. პრეზიდენტმა პირბადის ტარებას პატრიოტული აქტი უწოდა. ახალი ბრძანება ძალაში 100 დღის განმავლობაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ ადამიანებს შეეძლებათ თავად აირჩიონ თუ რა ტიპის ნიღაბს გამოიყენებენ, თუმცა ეს არ უნდა იყოს ძველი პირბადე, რომელიც ჰიგიენის წესების და ორგანიზმის ვირუსისაგან დაცვას ვეღარ უზრუნველყოფს.

კორონავირუსსა და სხვა ვირუსებთან ბრძოლაში ოქროს სტანდარტად რესპირატორი, ე.წ. N95 მიიჩნევა, თუმცა მისი მცირე რაოდენობის გამო “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” გასცემს რეკომენდაციას, მსგავსი რესპირატორები მხოლოდ სამედიცინო პერსონალმა მოიხმაროს, რომელიც ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა. ჩვეულებრივი მოქალაქეები ძირითადად ნაჭრის, ზოგჯერ თვითნაკეთ ნიღბებს, ასევე ქირურგიულ პირბადეებს მოიხმარენ. თუმცა მედიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ რესპირატორები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა მოქალაქისათვის, რადგან მათი მოხმარების გაზრდა ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და ხელს შეუწყობს შემთხვევათა საერთო რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას.

ამერიკელი ფიზიკოსი, ჰარვარდის პროფესორი აბრაარ კარანი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება რესპირატორი ხელმისაწვდომი, მით მალე გაიხსნება ბიზნესები და ეკონომიკაც ნელ-ნელა გამოცოცხლდება.

,,თუ ჩვენ ადამიანს ვაძლევთ ნიღაბს, რომელიც მას ვირუსებისა და ბაქტერიების 95%-ისაგან იცავს, ჩვენ მას ვაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოს უსაფრთხო გარემოში როგორც თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც. სწორედ ამიტომ, რესპირატორებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უდიდესი ნაბიჯია პანდემიის დასრულებისაკენ.”- აღნიშნავს კარანი.

უახლოეს მომავალში ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საიმისოდ, რათა პირბადეების და რესპირატორების წარმოება გამარტივეს და დაჩქარდეს, ხოლო მოქალაქეებისათვის ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ვიდრე ახლაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები