იაპონიაში საქართველოს საელჩოს იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის, Kowa-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია Kowa-მ ქართული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ იაპონიის უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებში შეიტანა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათი ინტერესი ქართული წყლის სასარგებლო თვისებებმა გამოიწვია, რაც მათ მიერვე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე იაპონიასა და საქართველოს შორის ბიზნესის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებსაც შეეხო.