ახალი, ლურჯი, MAN-ის ავტობუსები დღეიდან, N140 მარშრუტზეც იმოძრავებს.
№140 მარშრუტი ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა 143 ახალი დიდი მოცულობის MAN-ის ავტობუსები, რომელთა მომსახურებისა და ტექნიკური გამართვისთვის აშენდა უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი ავტობაზა.
ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ 9, 14, 21, 24.37, 51, 61, 87 და № 88 მარშრუტებზე.