LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზრუნველი იხვი ჭუკებთან ერთად – ტბაზე გადაღებული იშვიათი კადრები

550

როგორ უვლის დედა იხვი თავის 76 ჭუკს, ულამაზეს კადრებს “დეილი მეილი” ავრცელებს.

ფოტოები ჩრდილოეთ მინესოტაში, ერთ-ერთ ტბაზე ფოტოგრაფმა ბრენტ ციცეკმა გადაიღო. 32 წლის ციცეკის განცხადებით, მსგავსი სურათი ადგილობრივებისთვის უჩვეულო ნამდვილად არ არის და მოწესრიგებული იხვების ნახვა არავის უკვირს.

ზოგადად, საინტერესოა, რომ იხვი 20-მდე კვერცხს დებს ხოლმე, ამდენი ჭუკის ერთად თავმოყრას კი ალბათ სულ სხვანაირი ახსნა აქვს. სინამდვილეში ჭუკები ერთი დედის შვილები არ იქნებიან და კეთილშობილმა იხვმა ალბათ სხვისი პატარებიც იშვილა. ბუნებრივია, კადრი ქსელში მოხვედრისთანავე ძალიან პოპულარული გახდა და ათასობით ლაიქიც დააგროვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები