LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მარტში გამოცხადდება

107
MZIS

მიმდინარე წლის მარტში ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგიის პირველი სადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა.

„ვფიქრობთ, რომ მარტში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას 30 მეგავატამდე მზის ელექტროენერგიის გამომმუშავებელი პირველი სადგურის მშენებლობაზე. ველოდებით, რომ ინტერესი მაღალი იქნება და ბევრი ინვესტორი მიიღებს მასში მონაწილეობას, თუმცა ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი, განვითარებულ ტექნოლოგიასთან ერთად, იქნება შედარებით დაბალი ელექტროენერგიის საფასური, რასაც შემოგვთავაზებს ესა თუ ის ინვესტორი,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები