Volvo XC60 მზის დაბნელებისთვის მოამზადეს. კომპანია Volvo-მ ახალი თაობის კროსოვერი სპეციალურად 21 აგვისტოსთვის განაახლა – ავტომობილს მინის პანორამული სახურავი გაუკეთეს. სიახლე ავტომობილში მყოფ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ მზის სრულ დაბნელებას სპეციალური სათვალის გარეშე დააკვირდნენ. აღჭურვილობას იმ შტატებში გაყიდიან, სადაც მზის დაბნელება ყველაზე კარგად გამოჩნდება, მათ შორისაა – ორეგონი, აიდაჰო, ნებრასკა, მისური და სამხრეთ კაროლინა. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ მოვლენას „დიდებული ამერიკული დაბნელება“ უწოდეს, რადგან ის ამერიკის დაარსებიდან დღემდე პირველი მსგავსი მოვლენა იქნება. რაც შეეხება Volvo-ს ახალ კროსოვერს, მისი ღირებულება 41,5 ათასი დოლარია.