LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზეზე გაჩერებულ ავტომობილში საშიში ნივთიერება გროვდება – ინფორმაცია, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს!!!

12

მთელი დღით ჩრდილში გაჩერებულ ავტომობილში დახურული ფანჯრებით, 400-800 მილიგრამი ბენზოლი გროვდება. თუ ავტომობილი მზეზეა (16 გრადუსზე მაღლა) გაჩერებული, მაშინ ბენზოლის დონე 2000-4000 მილიგრამს აღწევს, რაც დაახლოებით 40-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას.

მანქანაში ჩაჯდომისას ადამიანი ბენზოლს (ტოქსინი, რომელიც აზიანებს თირკმელებს, ღვიძლს და ძვლებს, იწვევს სიმსივნეს) იმ რაოდენობით ისუნთქავს, რომლის ორგანიზმიდან გამოდევნა დროთა განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ავტომობილით სარგებლობის ინსტრუქციაში მინიშნებულია, რომ კონდიციონერის ჩართვამდე საჭიროა ფანჯრების მინიმუმ 2 წუთით გამოღება, თუმცა ნათქვამი არაა, რატომაა საჭირო მსგავსი ზომების მიღება.

კვლევებით დადგინდა, რომ სანამ კონდიციონერი ჰაერის გაგრილებას დაიწყებს, ის იმ ცხელ ჰაერს გამოყოფს, რომელიც ბენზოლს შეიცავს. სწორედ ამიტომაა აუცილებელია ფანჯრების რამდენიმე წუთით ღიად დატოვება და მხოლოდ შემდეგ კონდიციონერის ჩართვა. სასურველია თუ ავტომობილს მისი დაქოქვის შემდეგაც გაანიავებთ, რადგან ბენზინის ბევრი დანამატი კანცეროგენული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები